fbpx

შსს მელიას მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ სამართალდამცველებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში

„ნაციონალური ოფისთან“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

შსს მოუწოდებს როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს, პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ და ხელი არ შეუშალონ სამართალდამცველებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის – ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ. პოლიცია  ნიკა მელიას დაკავებას გეგმავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება