fbpx

შპს” ანოუკის “ არავითარი შემხებლობა არ ჰქონია, არც შპს ”თბილსერვის ჯგუფი”-ს და არც სხვა რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან-ანუკი არეშიძე

ანუკი არეშიძე განცხადებას ავრცელებს:

“მსურს გავაკეთო ოფიციალური კომენტარი, გუშინ მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო , რომ შპს” ანოუკის “დაფუძნების დღიდან დღემდე არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია, არც შპს ”თბილსერვის ჯგუფი”-ს და არც სხვა რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან. მეტიც, არც კომპანიის მომავალ გეგმებში შედის მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.

დავაზუსტებ, რომ დღევანდელ დღეს კომპანიის მთლიანი რესურსი მომართულია ბრენდ “ანუკის” ქალის ტანსაცმლის სეზონურ წარმოებასა და რეალიზაციაზე და განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენი ბრენდის ქვეშ წარმოებული სამოსი წარმატებით გადის ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი და ორიენტირი გახლავთ საექსპორტო ბაზრების გაფართოება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით.
დიდი მადლობა” – წერს ანუკი არეშიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება