fbpx

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დეპუტატების მიერ, ინტერპელაციის წესით დასმული კითხვების უპასუხა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დეპუტატების მიერ, ინტერპელაციის წესით დასმული კითხვების საპასუხოდ საპარლამენტო ორგანოში იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაურმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა.შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპარლამენტო ორგანოში სიტყვით გამოსვლა, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო.როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით საერთო ჯამში 40 პირი დააკავეს.„მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველამ ვნახეთ, სამართალდამცველები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იყვნენ მობილიზებულები სხვადასხვა დროსა და ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე და იცავდნენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას. 15 და 16 აპრილს აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების ისე, აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა. საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ როდესაც, საპროტესტო აქცია, მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ეს არის დაუშვებელი.„16 აპრილს, გვიან ღამით მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათ ოჯახებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ, მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მოითმინეს. მისი თქმით, ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება მათ სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მიაყენებს მათ შეურაცხყოფას.შინაგან საქმეთა მინისტრმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, ძალადობის ფაქტებზე გაზრდილია მომართვიანობის რაოდენობა.მისი თქმით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონი არეგულირებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და რეაბილიტაციის პროცედურებს. 2021 წელს, კანონში შევიდა ცვლილება და პრევენციულ ღონისძიებებზე განმახორციელებელი უწყებების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომელთა შორის, უდიდესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია.შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ, სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რის ფარგლებშიც, სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო და პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებენ, რაც დასტურდება სტატისტიკური მაჩვენებლებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაში, ოჯახში ძალადობის მიმართულებით გამოძიების დაწყების მაჩვენებელი მეორე ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს.მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ აქტივობაში.შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას. იგი მთავრობის მიერ აღიარებულია ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო მიმართულებად.როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკვე დაიწყო განახლებული, 2025-2028 წლების სტრატეგიისა და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის ერთობლივად შემუშავების პროცესიც, რომელშიც, რა თქმა უნდა, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდის პარალელურად, კიდევ უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება მისი პრევენციის კომპონენტზე. გაგრძელდება აქტიური მუშაობა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით და მკვეთრად შემცირდეს მათი ნარკოტიკულ დანაშაულებში ჩაბმის ალბათობა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება