fbpx

შვილად აყვანა მხოლოდ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს ან ჰეტეროსექსუალ პირებს შეეძლებათ. კიდევ რას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომელზეც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

უმრავლესობის ლიდერმა „საქართველოს კონსტიტუციური კანონის ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მუხლები დეტალურად განმარტა.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, შვილად აყვანა მხოლოდ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს ან ჰეტეროსექსუალ პირებს შეეძლებათ.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, ცვლილების თანახმად, არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება