fbpx

შე დალოცვილო, თუ გახარიასთან მიდიხარ და განცხადებას წერ, ეს „ზეწოლა“ ხურდაში მოჰყვება ამ ქმედებას?-ზურაბ ქადაგიძე

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე გორსა და ხაშურში მერების მოადგილეების მიერ თანამდებობის დატოვებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

მისი თქმით, უცნაურია, რომ ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი საჯარო მოხელეები ერთი მხრივ თანამდებობებს დემონსტრაციულად ტოვებენ, მეორე მხრივ კი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობენ.

„რა უცნაური ხალხია ეს გახარიას შემადგენლობა რეგიონებში. ვერაფერი გავიგე, თან დემონსტრაციულად ტოვებენ თანამდებობებს და „სიამაყით“ გაიძახიან, გახარიასთან მივდივართო, ამავდროულად ჩვენზე ზეწოლაა და თანამდებობებს გვატოვებინებენო. შე დალოცვილო, თუ გახარიასთან მიდიხარ და განცხადებას წერ, ეს „ზეწოლა“ ხურდაში მოჰყვება ამ ქმედებას? უცნაურია…“, – წერს ზურაბ ქადაგიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება