fbpx

შეხვედრაზე მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერა ვიგრძენი -აცხადებს ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე

“ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე სოფელ როხის მოსახლეობას შეხვდა . “საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამჯერად სოფელ როხის მოსახლეობას შევხვდი. როხისა და ვარციხი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თორნიკე გაჩეჩილაძესთან ერთად , რომელიც როხის მოქმედი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია , ადგილობრივებს ჩვენი გუნდის პრიორიტეტები გავაცანი. სოფელ როხში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა დაიგო გზები, მოეწყო ცხაურები, მდინარე კორისწყალზე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის სკოლის და საბავშვო ბაღის შენობებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში როხში გაკეთდა კულტურის ცენტრი. ამ ეტაპზე დასრულად ცაგარეიშვილების და სანიკიანების უბნების გზების პროექტირება. სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. მინდა ავღნიშნო რომ სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩვენს გუნდთან ერთად, უდუდესი წვლილი მიუძღვის მაჟორიტარ დეპუტატს თორნიკე გაჩეჩილაძეს. ადგილობრივებმა კარგად იციან თუ რა გაკეთდა მათ სოფელში. შეხვედრაზე მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერა ვიგრძენი რაც მათ წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს.” აცხადებს ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება