fbpx

შეხედეთ საფრანგეთის ერს, კარვები არ დაუდგიათ პარლამენტის წინ,არამედ მართლმსაჯულების წინაშე თავს ხრიან-დარეჯან ჯანხოთელი

ქართველი ემიგრანტი დარეჯან ჯანხოთელი სოციალურ ქსელში წერს-…მე ასეთი საქართველო მენატრება,მე ასეთი მართლმსაჯულება მინდა, მე ასეთი ერის ხალხი მინდა……. მე ასეთი ყოფილი ხელისუფალნი მინდა… მე და ყველა ქართველს ისეთი ხელუსუფალნი და მართლმსაჯულება გვინდა,როგორც დიდ საფრანგეთში., რომლებიც გრძნობენ და მზად არიან პასუხი აგონ, ერის სამსახურში ყოფნის დროს ჩადენილ ნებით ,თუ უნებლიე შეცდომებზე..🙏🙏🙏….ღირსეული ერის,ღირსეული პრეზიდენტი..🙏.ციხეშიც ღირსეულად მიდის..სამაჯურსაც ღირსეულად ატარებდა წლები,..არ გაბოროტებულა წაგებით,არც ერი აუჯანყებია,არც პარტია მოუწამლია,არც მისი თავყვანისმცემელი “ქალები” დაუგესლია,,არც პარტია დაუმონებია,არც სახლში და სამუშაო ოფისში ჩაკეტილა,არც ქვეყნიდან გაქცეულა,არც საფრანგეთის მოქალაქეობა უარყვია არც,პარიზი აუოხრებიათ მას და მის მომხრეებს..ღირსეულად მივიდა სასამართლოზე და ღირსეულად წავიდა ციხეში…..შეხედეთ საფრანგეთის ერს, კარვები არ დაუდგიათ პარლამენტის წინ,არამედ მართლმსაჯულების წინაშე თავს ხრიან…არ მიდიან ბრალდებული, ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად. სახელმწიფოს , მის კონსტიტუციას სცემენ პატივს და მათ შინაგან განთლებას, კულტურას, ერის ღირსებას..წინ მხოლოდ მათი საყვარელი სამშობლოა.შეიგნეთ ქართველებო დანაშაული თანაბარია ყველასთვის… ვაი, დავითისა და თამარის საცოდავო ქვეყანა. ვერცერთმა სახელმწიფომ, ვერცერთმა ქვეყნის მოქმედმა თუ ყოფილმა, ვერცერთმა ევროკავშირის წევრმა და ამერიკის კონგრესმენმა თუ რიგითმა, ერთი სიტყვა ვერ გაუბედა საფრანგეთს და განა სარკოზს არ ჰყავდა მომხრეები, ახლო მეგობრები,…მაგრამ ეს საფრანგეთია და არა საქართველო.. როცა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, პირველად ხელბორკილი დაადეს ,მაშინ საქართველომ ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტი და მისი ჯგუფი თვითმფრინავით ქვეყნიდან გაუშვა …. მის შემდეგ საქართველოში ქაისი არ დამთავრდა,არ დაწყნარდა ერი..ასეა სხვისი შემხედვარე საქართველო😢 ხოო ,შეხედეთ,დიდი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მიდის ციხეში, მიდის ღირსეულად,, რაა ამაში ცუდი, იგრძნო ერისა და მისი თავის წინაშე დაშვებული შეცდომა, ბოდიშიც მოიხადა ქვეყნის წინაშე და ციხეშიც ღირსეულად წავიდა….

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება