fbpx

შესაძლოა პრეპარატი ,,იბუპროფენი,, კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენენონ

როგორც გავლენიანი გამოცემა BBC იუწყება, შესაძლოა ანთებისაწიინაღმდეგო პრეპარატი იბუპროფენი კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენენონ. ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევები

ლონდონის წმინდა თომას სახელობის საავადმყოფოს და სამეფო კოლეჯის მკვლევარები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, მედიკამენტი “იბუპროფენი”, რომელიც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, სუნთქვის პრობლემებსაც შველოდეს.

კვლევაში, სახელწოდებით  Liberate, პაციენტები ჩვეულებრივ კურსთან ერთად, დამატებით მედიკამენტად იბუპროფენს მიიღებენ. გამოკვლევაში, იბუპროფენის სხვა ფორმულას გამოიყენებენ და არა ჩვეულებრივ აბებს.

ცხოველებზე გამოყენებამ აჩვენა, რომ აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია მწვავე რესპირატორული დისტრეს -სინდრომის განკურნება.

პროფესორმა Mitul Mehta-მ, რომელიც ინგლისის სამეფო კოლეჯშია, განაცხადა: საჭიროა, ჩვენ ბოლომდე მივიღოთ ის სედეგი, რასაც ველოდებით, მოლოდინი კი არის იმის, რომ იბუპროფენი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა.

მოგეხსენებათ, ეპიდემიის დაწყების დროს, იბუპროფენზე საკმაოდ სკანდალური განცხადებები გაკეთდა, თითქოს მისი გამოყენება საზიანო იყო სუნთქვითი პრობლემების დროს.

ეს ვერსია კიდევ უფრო მეტად გაამყარა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივერ ვერანის გამოსვლამ, სადაც მან პირდაპიდ თქვა, რომ ეს პრეპარატი ართულებს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათ ნაცვლად პარაცეტამოლის მიღება ურჩია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჯანმომ განაახლა პლაქვენილზე კვლევებიც.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება