fbpx

შესაძლებელია ბელგიის პოლიციამ გაფიცვა გამოაცხადოს

ბრიუსელის პოლიცის ორმა პროფკავშირმა SLFP და SNPS. განცხადება გაავრცელა იმის შესახებ რომ, შესაძლებელია ბელგიის პოლიციამ გაფიცვა გამოაცხადოს და ამ ფორმით გააპროტესტოს ის ძალადობა, რასაც ეს ბოლო დღეებია ბელგიაში მიმდინარე მიტინგების მონაწილეები იჩენენ წესრიგის დამცველთა მისამართით.

«დარბევებმა და ძალადობამ რომელსაც ადგილი ჰქონდა ბრიუსელში 7 ივნისს გამართული მანიფესტაციის დროს 37 პოლიციელი დააზიანა, უმრავლესობა სერიოზული ტრამვებით გადაყვანილია საავადმყოფოებში » – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

SLFP და SNPS-ს მესვეურების აზრით ეს არ იყო რასიზმის და პოლიციელების მიერ გამოვლენილი ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია, პირიქით ეს იყო ძალადობა იმ პოლიციელებზე რომლებიც წესრიგს იცავდნენ.

ბელგიელი სამართალდამცავების უკმაყოფილო არიან ბრიუსელის მერიის ქმედებაზე, რომლებმაც კორონავირუსის ეპიდემის განახლების საშიშროების მიუხედავად ნებართვა გასცეს ჩატარებულიყო აქცია “Black lives matter” რომელიც შემდგომ მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.

მანიფესტაცია რომელიც ბრიუსელში რასიზმის და ძალადობის წინააღმდეგ, 7 ივნისს გაიმართა, არეულობასა და ქალაქის ცენტრალურ უბანში მაღაზიების დარბევებში გადაიზარდა.
არაბული და აფრიკული წარმოშობის აგრესიულად განცწყობილმა ახალგაზრდებმა მოლოტოვის კოქტეილიანი ბოთლები და ქვები დაუშინეს პოლიციელებს, დაარბიეს და გაძარცვეს მაღაზიები, დაამტვრიეს და გადაბრუნეს ქუჩის ავროსადგომებზე დაპარკინგებული მანქანები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა მოძალადე მომიტინგეების დასაშოშმინებლად გამოეყვანა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი.შეტაკებებში მძიმედ დაშავდა 37 პოლიციელი.

როგორც პოლიციის პროფკავშირების განცხადებაშია აღნიშნული,239 დაპატიმრებული მოძალადიდან, რომლებიც არეულობების ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ, ბრიუსელის სასამართლომ მხოლოდ ერთს წაუყენა ბრალი ქურდობის მუხლით, ხოლო დანარჩენი ადმინისტრაციული ჯარიმებით გაათავისუფლა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება