fbpx

შალვა პაპუაშვილი 4 ოპოზიციური პარტიის კოალიციად ფორმირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მათ ჯამი „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსდით

„საერთო ჯამში ვხედავთ, რომ ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა. ამ პარტიის ლიდერები გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები. შესაბამისად, სინამდვილეში, არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის მიხედვითაც, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი -მეტი თავისუფლება“ კოალიციად ფორმირდება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული პარტიები მოსახლეობისთვის თვალის ახვევასა და ფასადის შექმნას ცდილობენ.

„ესაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომლებიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა. სინამდვილეში, არის ერთი მთლიანი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათ ჯამი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსდით. ამ მხრივ, არაფერი ახალი არ არის. ეს თვალის ახვევისა და ფასადი შექმნის კიდევ ერთი ნაბიჯია. ეს გუნდი ყოველთვის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდია“,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, საუბარია არა კოალიციის, არამედ – პროევროპულ მოძრაობის შექმნაზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება