fbpx

შენ და მხოლოდ შენ იყავი ჩემი ერთადერთი იმედი-ნინო თარხან-მოურავი

დავით თარხან-მოურავის შვილი ნინო თარხან -მოურავი ძმის შესახებ წერს-შენ და მხოლოდ შენ იყავი ჩემი ერთადერთი იმედი, ჩემი დასაყრდენი, ჩემი ძალა, ჩემი სული და გული, ჩემი უდიდესი სიყვარული და ჩემი მთელი სამყარო. შენ არა მხოლოდ ჩემი ძმა, შენ ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი, ჩემი მეგობარი და მამაც იყავი. როგორი ადამიანი იყავი? საუკეთესო შვილი, საუკეთესო ძმა, საუკეთესო მეგობარი. შენ იყავი ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და კეთილი გულის ადამიანი, ვისაც ვიცნობდი. ღირსეული და სამართლიანი. შენ იყავი ნამდვილი მამულიშვილი, რომელსაც მთელი გულით უყვარდა სამშობლო. შენ გიყვარდა ადამიანები და მთელი ცხოვრება ეხმარებოდი და მფარველობდი მათ, ვისაც სჭირდებოდათ დახმარება. შენ გიყვარდა ცხოველები და რამდენი გადაარჩინე. ჩემი ძმა, ჩემი იორამი, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა, რომ მყავდი გვერდში, რომ იყავი ჩემი ძმა ამ დედამიწაზე. ვერ აგიღწერ, როგორ მტკივა გული და როგორ დამაკლდები, მაგრამ მე ყოველთვის ვიქნები შენთან, შენ კი ჩემთან. მე და შენ ერთი სული გვქონდა. ღმერთმა ნათელში დაგამკვიდროს, ჩემო ძამიკო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება