fbpx

შემწერველო-შემტენელო მერო “ზაპოდან ზაპოამდე” დადიხარ მერიაში!ნინო კვარაცხელია გია ხარჩილავას

ბლოგერი ნინო კვარაცხელია წალენჯიხის მერს გია ხარჩილავას სიცრუეში ამხელს და სხვისი გაკეთებულის შემწერად ასახელებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality ,,ჩემი” გიუშა ისევ გაიქცა, ნორმალიზაციის ჯაჭვი აიწყვიტა და ასტრალებში გადავარდა, ასე ჭირს ხოლმე გადაბმული ბახუსის შემდეგ! ეს არშემდგარი (დღეიდან ამ დამსახურებულ მეტსახელსაც ვანიჭებ) ყველაფრის შემწერია.

კაცობაზე გაქვს პრეტენზია და ყველაფერს, როგორ იწერ? არ გიტყდება ამხელა კაცს სხვის გაკეთებულის შემწერად რომ გიცნობს საზოგადოება, რა სახელებითაც გაგიცნეს აკმარე შენს თავს, ამასაც რატომ ამატებ?

წალენჯიხის არჩევნებმა შედეგი დადოო, რომ იძახი ცენტრალური ხელისუფლება, რომ ეხმარება წალენჯიხას – ჩემი დამსახურებააო გაიძახი – შენი დამსახურება რა არის ხომ ვერ იტყვი? შენი კი არა ამ ხელისუფლების ადამიანური სახის დამსახურებაა მის ხალხს, რომ არ ტოვებს, ყველა პროექტით, რომ ასარგებლებს!

სქურის გზას მე ვაკეთებინებ ვაიძულეო იწერები, არ გრცხვენია? სქურის გამზადებული პროექტი არ დაგხვდა კაბინეტში, ან სასწრაფოს

მანქანები ჩამოვაყვანინეთ ერთადო – რეებს ბოდავ? წალენჯიხასთან ერთად ეს მანქანები მისცეს სხვებსაც – თქვენს დროს ,,უაზი” რომ იყო სასწრაფოს მანქანა და მომსახურებაც ფასიანი გქონდათ ეგ კარგად გვახსოვს!

შენ ის გია არ ხარ შენი უცოდონრობით ხალხს სოფლის მხარდაჭერის პროგრამას რომ უკარგავდი, 700 000 ლარს მთავრობის მიერ გამოყოფილს?! რომ არა პრემიერ ღარიბაშვილის კეთილი ნება ამ თანხას წალენჯიხა ვერ მიიღებდა, მაგრამ პრემიერმა შენს უცოდინრობას არ შეწირა წალენჯიხა და წალენჯიხელები! ეგეც შენი დამსახურება ხომ არ იყო – შემწერველო-შემტენელო მერო?!

ან ამხელა კაცი დიალიზის ამბავსაც კი იწერ, ვითომ შენი მარიფათით შეძელი ეგ! – ტყუილზე მართლა ცხვირი, რომ იზრდებოდეს ახლა ,,ვივამედში” მიშას საძინებლამდე იქნებოდა შენი ცხვირი გაზრდილი, რამდენი ფანტაზია შეიძლება შენს ცხვირზე და მიშაზე განვითარდეს, მაგრამ ახლა აქ შევჩერდეთ! სხვა დროს დიალიზის ცენტრის გახსნა, არა ხელისუფლებას, არამედ მამუკა ხაზარაძეს, რომ მოეხდინა წარმოგიდგენია რას იზამდით შენ და შენი მოქარგული მოადგილე თამარ ბელქანია, რამდენს ილაყბებდით, მაღალადყოვლად დიადი ერთმანეთთან შეუსაბამო სიტყვათაწყობით! ისე შენს ჩართვებს ან ნაწერებს უყურებ და კითხულობ ხოლმე? ვერ ხედავ არც საუბარი იცი და არც წერა უბრალოდ რახა-რუხა ხარ – ბებიაჩემი შენნაირ კაცზე იტყოდა – ,,ეკნარღვეფ ლებია რენია”, იცი ეგ რას ნიშნავს? შემოდგომაზე მომწიფება მოუსწრებელ, დამჭკნარ გამოუსადეგარ სხვადასხვა ჯიშის ლობიოს – შენც ისეთივე ხარ გამოუსადეგარი მერკაცი!

რა ხალხის სახელით საუბარი აგიტყდა ვითომ დემოკრატიის შუქურავ? – შენ უკაცრავად და ის არ ხარ ხალხი პოლიტიკური ნიშნით მერიიდან რომ გაყარე, სასამართლოები მოიგეს და აღდგენა დაგევალა, შენ ის კაცი არ ხარ ბაღის მასწავლებლები პოლიტიკური ნიშნით რომ გაყარე და ამას არც მალავ, შენ ის კაცი არ ხარ მოსახლეობას სანიაღვრეს არ უწმენდ აქ ოცნების მხარდამჭერები ცხოვრობთო, შენ ის მერი არ ხარ არანაც ნათესავებს წინასაარჩევნოდ ეუბნებოდი თუ ოცნებას შემოხაზავთ დავივიწყოთ ერთმანეთიო? შენ ყველაფერზე წამსვლელო წალენჯიხის მერო!

რა გააკეთე შენით აბა გვითხარი საზოგადოებას? რა გაგიკეთებია? მხოლოდ ერთი გვახსოვს ,,ბრუკლინის ხიდის” გახსნა! 😂 საფეხმავლოც არააა, ეგ არადა მეგაპროექტად შერაცხე. მეტი შენ რა გააკეთე, რამეს რომ

მოგთხოვს ხალხი ეუბნები არ შემიძლია ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ვთხოვოო! ჯერ ეს ერთი შენს ნათხოვნზე ვინ რას გააკეთებს და მეორე შენ ხალხმა მთხოვნელ-მხვეწნელად აგირჩია თუ საქმის საკეთებლად? თუ ყველაფერს სხვას სთხოვ, თხოვნის დამტარებელი ფოსტალიონი ხარ სხვა ფუნქცია არც გაქვს!

შენ მერი შენს კაბინეტშიც კი აღარ ხარ იქაც დაგაჯდნენ უკვე შენზე ძლიერი ქალები!

ან რა კაცობაზე გველაპარაკები, მელიას მხარდაჭერით წარგადგინეს მერობის კანდიდატად და წამში კეზერაშვილის ყივილამდეც კი უარყავი და გადასკუპდი სხვა ნავში. სულ ერთია მელიაც და კერამიკაჩასმული ხაბეც მაგრამ შენს კაცობაზე, დანდობაზე, მადლიერებაზე და ზოგადად შენს დიად ფენომენზე ვსაუბრობთ აქ!!!

ისე ხელისუფლებამ უნდა მიგატოვოს და შეგატოვოს შენს თავს, ერთი რას გააკეთებდი ვნახავდით ყველა! ისევ ცენტრალურ ხელისუფლებას უმადლოდე დღემდე, რომ კვირაგამოშვებით ზაპოდან ზაპოამდე დადიხარ მერიაში! 🛟

გმადლობთ ყურადღებისთვით!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება