fbpx

შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად ჰოსპიტლებში პაციენტების რაოდენობა მცირდება-თამარ გაბუნია

შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად ჰოსპიტლებში პაციენტების რაოდენობა მცირდება. 4951 პაციენტია დილის მდგომარეობით ჰოსპიტლებში. მათ შორის, რეანიმაციაში იმყოფება 297 პირი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის მაჩვენებელი იმატებს.

„თავისუფალია 3701 საწოლი, რომელიც მობილიზებულ მდგომარეობაში რჩება, რადგან თუ იანვარში „ომიკრონის“ ტალღის მატებასთან ერთად იქნება საჭიროება, ჰოსპიტალური სექტორი ამას სრული მზაობის პირობებში დახვდეს. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის მაჩვენებელი იმატებს, რაც ვფიქრობ, განპირობებულია იმ ფინანსური წახალისების სქემით, რაც ნოემბრის თვიდან ამოქმედდა. ვფიქრობთ, გადაწყვეტილება, რაც დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, იქნება ამ სქემის გაგრძელება და გაფართოება. მომავალი წლიდან 50 წელს ზემოთ პირებიც ჩაერთვებიან ამ სქემაში და ვფიქრობთ, რომ ეფექტურობა ამ შემთხვევაშიც გაიზრდება და ჩვენ გვექნება ვაქცინაციის გაფართოების საშუალება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება