fbpx

შეიძლება მან რაღაც გააკეთოს, არ ვიცი, დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით – ნანი ბრეგვაძე

ბუბა კიკაბიძის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით, ქართული სცენის ლეგენდას – ნანი ბრეგვაძის განხადება “პრაიმტაიმთან”:

“ნამდვილად არ დამირეკავს, არ მისაუბრია. ბოლოს დაბადების დღეზე ვესაუბრე, ძალიან გაუხარდა. გავიდეს დრო და დაველაპარაკები. მე ვიცნობ ბუბას, ვიცი, რომ დრო უნდა გავიდეს და დავურეკავ. მაინც აღელვებულია. ბუბას თავისი ხედვა აქვს, როგორც უნდა, ისე იქცევა.

ყველა ადამიანს ვცემ პატივს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემსახურება. მინდა მოვიდეს ჯგუფი, რომელიც ჩემი საქართველოსთვის გააკეთებს რაღაცას.

თუ ამის უნარი აქვს, ტვინი და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, რატომაც არა? მოვიდეს და იქნებ კულტურის საქმე კარგად წაიყვანოს. ძალიან მიგდებულია კულტურა ჩვენს ქვეყანაში. არადა, კულტურის ქვეყანაა.

ბუბას კარგი უნდა ჩვენი ქვეყნისთვის. შეიძლება მან რაღაც გააკეთოს, არ ვიცი. დაბეჯითებით, ვერაფერს გეტყვით.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares