fbpx

შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით , ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარასდროს მოვაწერთ ხელს-ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მას აინტერესებდა ჩვენი პოზიცია და ეს გავაცანით. რაც შეეხება ამ შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით. არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არცერთ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: ჰქონდა თუ არა პრეზიდეტს მმართველი გუნდის წევრების გადარწმუნების მცდელობა, კობახიძემ უპასუხა: „პრეზიდენტთან დახურული საუბრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით“.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, მათ შორის, საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, კობახიძე აცხადებს, რომ დოკუმენტის ფარგლებში დაბრუნება გამორიცხულია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება