fbpx

შაქარაშვილის საქმის ოქ­როს მოწ­მის გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბა

რადიო ,,თავისუფლება ..19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქ­როს მოწ­მის გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბას აქ­ვეყ­ნებს.

გამოცემის მიერ მო­პო­ვე­ბულ ექ­სკლუ­ზი­ურ დო­კუ­მენ­ტში ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი 19 ივ­ნი­სის ტრაგიკულ ღა­მეს იხსენებს. ოქ­როს მოწ­მე „ტო­ი­ო­ტა კამ­რი­ში“ გამარ­თუ­ლ საუბარს დე­ტა­ლურად იხსენებს.

არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?

აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი“.- ნათქვამია ჩვენებაში.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. იგი მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა.

საქმეზე 17 პირი პატიმრობაში იმყოფება. პირველ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares