fbpx

შალვა პაპუაშვილმა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში შეხვედრა გამართა


 
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რუსეთის აგრესიასა და მის ნეგატიურ შედეგებზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, საქართველოს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლსა და მდებარეობაზე.
 
შალვა პაპუაშვილმა იტალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე საქართველოს გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შალვა პაპუაშვილმა იტალიურ მხარეს საქართველოს პროგრესი გააცნო და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იტალიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება