fbpx

შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნების შესახებ ინფორმაციაზე – სად წასულან „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახლა რომ უკან ბრუნდებიან? – ამ ყველაფერს იუმორით უყურეთ

საზოგადოებამ იცის, რომ ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სექტორებით, დანაყოფებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურას იცვლიან, ამორფულად მოძრაობენ.

„როგორ არის ეს გასაკვირი? სად წასულან „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომ ახლა უკან ბრუნდებიან? სახელების გადარქმევა და ნიღბების გაკეთება, თითქოს დღეს ვარ „ნაციონალური მოძრაობა“, ხვალ არა და ზეგ ვარ, ეს ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ ნახა. ამას არავინ იჯერებს. ამ ყველაფერს იუმორით უყურეთ. საზოგადოებამ იცის, რომ ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სექტორებით, დანაყოფებით. სტრუქტურას იცვლიან, ამორფულად მოძრაობენ. საბოლოოდ, ეს არის ერთი ორგანიზმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება