შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არათუ ჩამოვრჩით, შინაარსობრივად კვლავ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ – თუ შევხედავთ სექტორულ დაახლოებას ევროკავშირთან, ჩვენ ახლაც კი ლიდერები ვართ მათთან შედარებით

ჩვენ არათუ ჩამოვრჩით, შინაარსობრივად კვლავ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვართ. თუ შევხედავთ სექტორულ დაახლოებას ევროკავშირთან, ჩვენ ახლაც კი ლიდერები ვართ მათთან შედარებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ახალი გარემოება არ არის.

„როდესაც ასოცირების შეთანხმებაზე დაიწყო მოლაპარაკება საქართველოსთან, უკრაინა ამ მოლაპარაკებას უკვე 3 წელი აწარმოებდა, მოლდოვაც. ვიზალიბერალიზაციაზეც 3 წლის დაგვიანებით დაიწყო მოლაპარაკებები. 2014 წელს, ჩვენ უკრაინასთან ერთად მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2017 წელს, 6 თვე ველოდეთ უკრაინას, რომ საკუთარი ვალდებულებები შეესრულებინა და შემდეგ ერთად მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. იმის თქმა მინდა, რომ არ უნდა შეგვეშალოს, რა არის ჩვენი მიზნები: ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ახლა უკვე კონკრეტული წელიც გამოჩნდა, რომელიც შარლ მიშელმა დაასახელა – 2030 წელი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება