fbpx

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი წვლილი დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატოს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმიანება კამპანიას, რომ თითქოს საქართველო ნატოსთან არ თანამშრომლობს.

შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეყნების სიას, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო ნატოს 31 ქვეყნიდან უსწრებს 28 ქვეყანას, ხოლო პარტნიორი ქვეყნების სიაში პირველია.

,,საქართველო დასავლეთის ყველაზე ერთგული მოკავშირეა მშვიდობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით გლობალური წესრიგის განმტკიცების საქმეში. ჩვენი წვლილი დასავლეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილ მისიებში ხშირად ბევრად აღემატებოდა ნატოს არაერთი წევრი ქვეყნის წვლილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შეუპოვრობით მოვემზადოთ და ვიბრძოლოთ, როცა ეს საჭიროა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება