fbpx

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები არასამთავრობო სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს

სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები [არასამთავრობო] სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„დიდი ხანია ვაფრთხილებდით ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში. არიან ჩვეულებრივი მონაწილეები პოლიტიკური პროცესების. გუშინდელი დღე [აქცია] იყო ამის პიკი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება