fbpx

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილს თუ ვინმე შემორჩენია კეთილისმსურველი და რჩევის მიმცემი, დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის პანდორას ყუთი

სალომე ზურაბიშვილს თუკი ვინმე შემორჩენია კეთილისმსურველი და რჩევის მიმცემი, ქართველი იქნება თუ უცხოელი მრჩეველი, ვისაც უჯერებს, დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის პანდორას ყუთი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან თუ გაგრძელდება ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე, რა რეაგირება შეიძლება, მოჰყვეს ამას , შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ ფაქტია, რომ თანხმობის გარეშე განხორციელებული მოგზაურობა არის პირადი მოგზაურობა და მასზე ბიუჯეტის არც ერთი თეთრი არ უნდა დაიხარჯოს.

„რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, იქნება ეს სისხლის სამართლებრივი ნაწილი თუ ასე შემდეგ, ეს არ არის პარლამენტის კომპეტენცია. თუმცა, შეიძლება, ითქვას ერთი რამ, რომ სასამართლოს დასკვნის შემდეგ ფაქტია, რომ მთავრობის ნებართვის, თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება წარმოადგენს დარღვევას და ის ვერ იქნება ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ასეთი მოგზაურობის ნებისმიერი ხარჯი გაწეული უნდა იყოს კერძო თანხებიდან. ამას ნაწილობრივ თავად ზურაბიშვილიც ადასტურებდა იმით, რომ ბოლო რამდენიმე ვიზიტი პირადი სახსრებით დააფინანსა, როგორც თავად განაცხადა. ამიტომ ასეთი ვიზიტის დროს დახარჯული ნებისმიერი თეთრი იქნება უკანონო ხარჯვა და რა თქმა უნდა, ამაზე, როგორც სხვა დროს, არის ხოლმე რეაგირება. მანამდე თუკი შეეძლო, ეთქვა, რომ გაურკვევლი სიტუაცია იყო მისთვის და ეგონა, რომ ეს ოფიციალური ვიზიტები იყო, მიუხედავად იმისა, რომ თანხმობა არ ჰქონდა, 16 ოქტომრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, ეს არის საბოლოო სიტყვა, რომ ასეთი თანხმობის გარეშე განხორციელებული მოგზაურობა არის პირადი მოგზაურობა და მასზე ბიუჯეტის არც ერთი თეთრი არ უნდა დაიხარჯოს. ამას აქვს მეორე განზომილებაც. ამიტომ ერთი, რომ მოვუწოდებ, თუკი მას ვინმე შემორჩენია კეთილისმსურველი და რჩევის მიმცემი, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი მრჩეველი, ვისაც ის უჯერებს, დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის ეს პანდორას ყუთი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება