fbpx

შალვა პაპუაშვილი: რეკომენდაცია არის, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიეცეთ კანდიდატობა, მაგრამ პირობით, ანუ ავანსად, შემდეგ გადამოწმდეს ამ პირობებს თუ არ დააკმაყოფილებენ შესაძლოა კანდიდატობა ჩამოერთვათ

პოლიტიკაwww.imedi.ge /  20 ივნისი 2022, 00:46/ სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: რეკომენდაცია არის, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიეცეთ კანდიდატობა, მაგრამ პირობით, ანუ ავანსად, შემდეგ გადამოწმდეს ამ პირობებს თუ არ დააკმაყოფილებენ შესაძლოა კანდიდატობა ჩამოერთვათ

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ფოტო: საქართველოს პარლამენტიწინა სტატიასტატიის გაგრძელება

თუკი საქართველო წაყენებულ პირობებს დააკმაყოფილებს და შემდეგ მიეცემა კანდიდატობა, ეს იქნება უკვე უპირობო კანდიდატობა, ახლა უპირობო კანდიდატობა არავის არ მისცეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ წინ გავიხედოთ და შევხედოთ იმას, როგორ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ჩვენ წლების განმავლობაში პირველად, მივიღეთ ე.წ. ევროპული პერსპექტივა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის მხრიდან უკვე აღიარებულია, რომ საქართველოს შეუძლია გაწევრიანდეს ევროკავშირში და ეს კარი გაიხსნა.ევროკომისიის რეკომენდაცია გახლავთ, რომ უკრაინასა და მოლდოვას მისცენ კანდიდატობა, ოღონდ პირობით და საქართველოს მისცენ პირობები კანდიდატობისთვის. ორივე შემთხვევაში პირობითობასთან გვაქვს საქმე. ანუ, რეკომენდაცია, რომელიც კანდიდატობაზე გაიცა არის პირობითი და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდება, შესაძლოა, ნაბიჯი უკან გადაიდგას. ასევე პირიქით, თუ საქართველო შეასრულებს პირობებს. თუ ნახავთ მოლდოვისთვის უფრო რთული პირობებიც კი არის წაყენებული, მაგალითად კორუფციასთან დაკავშირებით, თუნდაც სასამართლოსთან დაკავშირებით უფრო დეტალური პირობებია წაყენებული, ვიდრე საქართველოსთან იქნებოდა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით შემდეგ გარემოებაში, რომ რეკომენდაცია არის, რომ უკრაინასა და მოლდოვას მიეცეთ კანდიდატობა, მაგრამ პირობით, ანუ ავანსად, შემდეგ გადამოწმდეს ამ პირობებს თუ არ დააკმაყოფილებენ შესაძლოა კანდიდატობა ჩამოერთვათ. ასევე პირიქით, საქართველოს პირობები წაყენებული ჰქონდეს და შემდეგ მიეცეს კანდიდატობა. თუკი საქართველო წაყენებულ პირობებს დააკმაყოფილებს და შემდეგ მიეცემა კანდიდატობა, ეს იქნება უკვე უპირობო კანდიდატობა. ანუ ახლა უპირობო კანდიდატობა არავის არ მისცეს, ეს არის ამ გარემოების მთელი ისტორია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება