fbpx

შალვა პაპუაშვილი: პრობლემა ის არის, რომ სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილს სათქმელი არაფერი აქვს საქართველოს პარლამენტისთვის

რეგლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის პრეზიდენტის მიმართვა შესაბამისად 6-ში იქნება ეს მიმართვა, რა თქმა უნდა, ამ დროს ჯერ მთავრობა ვერ იქნება დამტკიცებული. შესაბამისად, გვექნება იმ პროცედურით, როგორიც არის ხოლმე სხვა დროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„დაგეგმვის პროცესი ჯერ არ გვაქვს. მოწვევები დაიგზავნება მათ შორის დიპლომატიურ კორპუსი არის ხოლმე მოწვეული, ასევე სხვადასხვა ჯგუფები. ასე რომ ეს ყველაფერი დაიგეგმება. პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, რომ მიმართოს საზოგადოებას და პარლამენტს. საერთო ჯამში აქ პრობლემა ის ხომ არ არის სცენა როგორი იქნება და როგორ წარიმართება ეს პროცესი. პრობლემა ის არის, რომ სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილს სათქმელი არაფერი აქვს საქართველოს პარლამენტისთვის, უპირველეს ყოვლისა. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ის ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, როგორც ჩანს, ამბობს უარს. ერთადერთი, რასაც მე მისგან დიდი ხანია მოველი არის ის, რომ მან დაადასტუროს კონსტიტუციის დარღვევა და დადოს პირობა, რომ აღარ დაარღვევს კონსტიტუციას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება