fbpx

შალვა პაპუაშვილი: მე მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ – თუ საერთოდ უნდათ წავიდეთ ამ ქვეყნიდან და „ენჯეოებმა“ და დონორებმა უნდა მართონ ეს ქვეყანა. გვითხრან, თუ ეს არის მათი ძირითადი განზრახვა

მე მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ – თუ საერთოდ უნდათ წავიდეთ ამ ქვეყნიდან და „ენჯეოებმა“ და დონორებმა უნდა მართონ ეს ქვეყანა. გვითხრან, თუ ეს არის მათი ძირითადი განზრახვა, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ინიციატივას, საქართველოში უცხოელების მიერ მოსამართლეების დანიშვნის შესახებ.

კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„გვესმის მოწოდებები დონორების მხრიდან, რომ მათი დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩავრთოთ ხოლმე მსჯელობაში და როცა ვრთავთ მათ მსჯელობაში, ორგანიზაციები უკვე გვთავაზობენ, რომ მათი დონორები ჩავრთოთ გადაწყვეტილებების მიღებაში. მე მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ – თუ საერთოდ უნდათ წავიდეთ ამ ქვეყნიდან და „ენჯეოებმა“ და დონორებმა უნდა მართონ ეს ქვეყანა, გვითხრან, თუ ეს არის მათი ძირითადი განსაზღვრა. ეს უკვე ნელ-ნელა ცდება ყველანაირ ზღვარს სუვერენიტეტის პატივისცემისა, როდესაც დონორები მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ პირით გვეუბნებიან, რომ მათმა დონორებმა უნდა დანიშნონ საქართველოში მოსამართლეები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება