fbpx

შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ პირდაპირ სქემებს, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ ენჯეოები და ეს ენჯეოები ფინანსდება უცხოური ყულაბიდან

ვხედავთ პირდაპირ სქემებს, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ ენჯეოები და ეს ენჯეოები ფინანსდება უცხოური ყულაბიდან – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არცერთი სახელმწიფო არ მოქმედებს ჩვენი ინტერესით. მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინტერესი მათ ინტერესს ემთხვევა და თუკი ის ფინანსდება უცხოური ფონდებიდან, არის თუ არა გონივრული ეჭვი, რომ ის ატარებს არა ქართველი ხალხის, არამედ იმის ინტერესებს, ვისგანაც ის ფინანსდება?

„ჩვენ ვხედავთ, რომ უცხოური დაფინანსება იდება პარტიულ ყულაბაში. სახელმწიფოს იდეა არის სუვერენიტეტი. როდესაც ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, 1988 წელს აქციები რომ იყო, ბავშვი ვიყავი მაშინ, 1989 წლის 9 აპრილი, ჩვენი დამოუკიდებლობა, რისთვის გვინდოდა ეს სუვერენიტეტი? ეს იმიტომ არის, რომ არის იდეა, რომ ხალხმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ინტერესებით. ეს ერთი, მეორე – ასევე ფაქტია, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესი და ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესით, არავინ არ მოქმედებს სხვისი ინტერესით. არცერთი სახელმწიფო დედამიწის ზურგზე არ მოქმედებს ჩვენი ინტერესით. მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინტერესი მათ ინტერესს ემთხვევა. ისმის კითხვა, ქართველი პოლიტიკოსი ვისი ინტერესით უნდა მოქმედებდეს? ქართველი ხალხის ინტერესით, ხომ? და თუკი ის ფინანსდება უცხოური ფონდებიდან, არის თუ არა გონივრული ეჭვი, რომ ის ატარებს არა ქართველი ხალხის, არამედ იმის ინტერესებს, ვისგანაც ის ფინანსდება? „ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე იმის შესახებ, რომ უცხოური ფინანსები ბევრ ძალიან კარგ საქმესაც ხმარდება , მაგალითად ძეგლების აღდგენას და სხვა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „ძეგლები არჩევნებში არ მონაწილეობენ, ქვეყანას არ მართავენ და კანონებს არ იღებენ.
„ვსაუბრობთ პოლიტიკოსებზე, ამიტომ საქართველოში აკრძალულია კანონით უცხოეთიდან დაფინანსება, ეს ყველა ქვეყანაში აკრძალულია. საფრანგეთში გერმანიამ რომ დააფინანსოს ფრანგული პოლიტიკური რომელიმე პარტია, ეს იქნება ისეთი სკანდალი, რომ ერთმანეთს საშვილიშვილოდ გადაეკიდებიან. ჩვენთან ეს ჩვეულებრივია. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ სქემებს, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ ენჯეოები და ეს ენჯეოები ფინანსდება უცხოური ყულაბიდან“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება