fbpx

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირში წევრობის განაცხადი საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხის სახელით მიიღებს

ოპოზიციის ის გემი იძირება, რომლითაც ცდილობდნენ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში რამენაირად ხელი შეეშალათ კანდიდატის სტატუსის მოპოვების საქმისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ოპოზიციის მიდგომას რუსული პოლიტიკა და რუსული სტილი უწოდა.

„ოპოზიციის მხრიდან ბოლო გაბრძოლებას ვხედავთ. ისინი ხედავენ, რომ მათი გემი იძირება. ის გემი, რომლითაც ცდილობდნენ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში რამენაირად ხელი შეეშალათ კანდიდატის სტატუსის მოპოვების საქმისთვის. ეს გემი იძირება და ახლა ამ გემიდან ზოგი გაქცევას და თავის შველას ცდილობს, ზოგი კი, პროცესისთვის რამენაირად ხელისშეშლას. მათი ბოლო მცდელობაა, რომ ეს მიღწევა რაღაცნაირად გააფერმკთალონ. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის განაცხადი საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხის სახელით მიიღებს. ეს არის ის, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი. ვინც ცდილობს, რომ ასეთი

მიდგომები უარყოს, ეს არის ტიპური რუსული სტილი, როცა ქვეყანაში იგულისხმება არა სახელმწიფო და მთავრობა, არამედ რაღაც ჯგუფები, რომელიც მას მოსწონს. ეს არის რუსული პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს უკრაინის და მათ შორის საქართველოს მიმართ, როცა თავის სასურველ ჯგუფებს გამოარჩევს და იმას მიიჩნევს ქვეყნად და ხელისუფლების იგნორირებას ახდენს. ეს არის იმ სტილის მიდგომა, რომელიც ოპოზიციას ახასიათებს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება