fbpx

შალვა პაპუაშვილი: არ ვიცი, დავით არახამიას მოტივაცია და მიზნები რა არის, მაგრამ ასეთი ქმედებები აჩვენებს არაკეთილგანწყობას ქართველი ხალხის მიმართ

,,არ ვიცი, დავით არახამიას მოტივაცია და მიზნები რა არის, მაგრამ ასეთი ქმედებები აჩვენებს არაკეთილგანწყობას ქართველი ხალხის მიმართ,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით არახამიას ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, სადაც არახამია აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება. პარალელურად, არახამია, ამბობს რომ კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს საქართველოს მთავრობა არ იმსახურებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არახამიას მოტივაცია არის გაუგებარი და არ შეესაბამება იმ სოლიდარობის ხარისხს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი იჩენს ომში მყოფი უკრაინის მიმართ.

,,ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ასეთ არაკეთილგანწყობას იჩენს ქართველი ხალხის მიმართ. ეს ნამდვილად არ შეესაბამება იმ სოლიდარობის ხარისხს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი იჩენს ომში მყოფი უკრაინის მიმართ. სამწუხაროა, რომ ასეთი არაკეთილგანწყობით და არამეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა ეს პოლიტიკოსი,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება