fbpx

შალვა ნათელაშვილი-ასე გაატყავეს და გამოხრეს საქართველო სააკაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა

შალვა ნათელაშვილი 2011 წელს აქციებს აწყობდა ცეზარ ჩოჩელის სასახლესთან,ახლაც ასე ფიქრობს ნეტავ? 10.03.2011„ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის სახლთან საპროტესტო აქცია გამართა.

„ლეიბორისტებმა“ ცხვრის ჩონჩხი მიიტანეს და სახლის ჭიშკარზე ჩამოკიდეს.საპროტესტო აქციაზე შალვა ნათელაშვილმა ცეზარ ჩოჩელი ჯაყოდ მოიხსენია და ის მოსახლეობის გატყავებაში დაადანაშაულა.ნათელაშვილის თქმით, ჯაყო ჩოჩელი რეგიონზე ზრუნვის ნაცვლად, მოსახლეობის „გატყავებითაა“ დაკავებული.„რეგიონზე ზრუნვის ნაცვლად, ჯაყო ჩოჩელი მოსახლეობას ატყავებს. ეს სასახლე, რომელიც 25 მილიონ დოლარადაა შეფასებული და იტალიური მარმარილოებითაა მოპირკეთებული, მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით აქვს.

სააკაშვილმა მას ლუდის, კანფეტების, პლასტმასის, ბეტონის და ახლა უკვე ხორცის ბიზნესის მონოპოლიაც მისცა. ჩოჩელს ეკუთვნის მაღაზიების ქსელი „იბერულა“, სადაც ხორცი 15 დან 30 ლარამდე ღირს ლამის. ნიშნავს ეს თუ არა ხალხის გატყავებას?“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.„

ასე გაატყავეს და გამოხრეს საქართველო სააკაშვილმა და ჩოჩელმა. მალე ჩამოვკიდებთ მათ ჩონჩხებს რუსთაველის გამზირზე მდგარ ჭადრის ხეებზე“, -განაცხადა ნათელაშვილმა, როდესაც ცხვრის ჩონჩხი ჩოჩელის სახლის ჭისკარზე დაკიდა

გაუზიარე!

Shares