fbpx

შაკო კუჭაშვილი სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემაზე: ეს არის შეტევა დემოკრატიაზე და სიტყვა “დემოკრატიის” გაუფასურება, მსოფლიო გაგიჟდა და ფაშიზმს დემოკრატიას ეძახის

“ჩვენ დაგვცინიან, ჩვენ ერს, ჩვენ კულტურას, ჩვენ სახელმწიფოებრიობას არაფრად აგდებენ – ეს ვანდალები, ეს მანიაკის მფარველები”- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კუჭაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი, რომელიც ბიზნესმენის ცემაში, გირგვლიანის მკვლელების მფარველობაში და ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევისთვის, პასუხსიგებაშია მიცემული, აძლევენ ჯილდოს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის დარგში, ეს არის შეტევა დემოკრატიაზე.

“ექსპრეზიდენტი, რომელიც ბიზნესმენის ცემაში, მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევაში, გირგვლიანის მკვლელების მფარველობაში და ჩვენი ქვეყნის საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის,შესაბამისად, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევისთვის, პასუხსიგებაშია მიცემული, – აძლევენ ჯილდოს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის დარგში.

ეს არის შეტევა დემოკრატიაზე და სიტყვა “დემოკრატიის” გაუფასურება, მსოფლიო გაგიჟდა და ფაშიზმს დემოკრატიას ეძახის.

ჩვენ დაგვცინიან, ჩვენ ერს, ჩვენ კულტურას, ჩვენ სახელმწიფოებრიობას არაფრად აგდებენ – ეს ვანდალები, ეს მანიაკის მფარველები.”- წერს შაკო კუჭაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება