fbpx

შავი ზღვის ელექტრო გადამცემი ხაზის პროექტის ინიციატორი არის საქართველო-ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი-

დამაკავშირებელი შავი ზღვის ელექტრო გადამცემი ხაზის პროექტი:

საქართველო არის ამ ისტორიული პროექტის ინიციატორი;

უშუალოდ ამ პროექტზე მუშაობა ქვეყანამ დაიწყო ჯერ კიდევ გასულ წელს და საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელიც უკვე ახორციელებს პროექტში ინვესტიციებს;

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაწილეობით მზადდება და რომელიც დასრულდება მომდევნო წელს, სრულად დაფინანსებულია საქართველოს მიერ. ასევე, შეთანხმება მიღწეულია შავ ზღვაში გეოლოგიური კვლევების საქართველოს მიერ დაფინანსებაზე, რომლისთვისაც საქართველო გამოყოფს 20 მილიონ აშშ დოლარს და რომელიც მომავალ წელს განხორციელდება;

პარალელურად, პროექტის განხორციელებაზე და დაფინანსებაზე გასული 18 თვის განმავლობაში მოლაპარაკება მიმდინარეობდა ყველა პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან და თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ინტერესი და მზაობა მათი მხრიდან ყოველთვის იყო და არის ძალიან მაღალი;

შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტი საქართველოს ინიციატივით გახდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტი. რა თქმა უნდა ევროკავშირის და ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტების როლი არის წამყვანი ამ პროცესში;

📍პროექტი სრულად ცვლის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაში;

საქართველო იქნება მწვანე ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ევროკავშირში და რეგიონის ენერგეტიკული ჰაბი;

გარდა უდიდესი პოლიტიკური დატვირთვისა, პროექტი ეკონომიკურად არის გამართლებული და დიდ სარგებელს მოუტანს მასში მონაწილე ყველა ქვეყანას და რა თქმა უნდა საქართველოს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება