fbpx

ყველა მძევალი თავისუფალია,თავდამსხმელი შენობიდან გაიყვანეს

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის” შენობიდან ყველა მძევალი გამოიყვანეს.

ამასთანავე, სავარაუდოდ, დაკავებულია თავდამსხმელიც, თუმცა ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობდნენ შენობის დატოვებას.   

ამათანავე, მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მან სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი მისცა.

ინტერნეტში გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება