fbpx

ყველა გზა კვიპროსში, კეზერაშვილთან მიდის-ზურა ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე: კეზერაშვილი ფინანსურ-კორპორაციული სქემებით ოპერირებს საქართველოში, სადაც პარტიებს, მედიებს და პოლიტიკურ სუბიექტებს აფინანსებს, ერთ-ერთი ასეთი ინტერესია “ანტიკორუფციულ ბიურო”, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს “ყველა გზა კვიპროსში მიდის” საერთაშორისო თაღლითური სქემის შემოქმედი და ელიტური კორუფციის მამად წოდებული კეზერაშვილი, როგორც გუშინ აღვნიშნე ჩართულია ტრანსნაციონალური მასშტაბის უკანონო სქემებში და აქედან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს ნაც-მოძრაობას.’’ – წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე დავით კეზერაშვილის შესახებ. ასევე, ქადაგიძე ასახელებს იმ ადამიანებს, რომლის მეშვეობით კეზერაშვილი საქართველოში ახორციელებს თავის ბიზნეს საქმიანობას. “ყველა გზა კვიპროსში მიდის” საერთაშორისო თაღლითური სქემის შემოქმედი და ელიტური კორუფციის მამად წოდებული კეზერაშვილი, როგორც გუშინ აღვნიშნე ჩართულია ტრანსნაციონალური მასშტაბის უკანონო სქემებში და აქედან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს ნაც-მოძრაობას. იგი დიდი ხანია ცხოვრობს კვიპროსში და იქიდან უძღვება საქართველოს “გადარჩენის” გეგმას. საინტერესოა ვინ არიან საქართველოში მოღვაწე, მისი პარტნიორები და ვისი ხელით იმართება ადგილობრივი კომპანიები,რომლებიც კეზერაშვილის საკუთრებაშია. 1. საქართველოში რეგისტრირებულია კომპანია “რეიზომატი”, რომლის 51% წილს ფლობს “აქსიოს კაპიტალ ლიმითედი”. ზემოხსენებული ორგანიზაცია კვიპროსშია რეგისტრირებული. 2. “აქსიოს კაპიტალ ლიმითედის” დირექტორია საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე,რომელიც პავლე კუბლაშვილთან ერთად, შპს “ქი პოინტს კონსალტინგის” მფლობელია. ასევე… 2016 წლის ე.წ “პანამურ დოკუმენტებში” ბატონი ჭელიძე მოიხსენიება “Petrocas Energy Management Iimited,FPC Group”_ის წარმომადგენლად. აღნიშნულ კომპანიას საქართველოში რეგისტრირებული აქვს “პეტროკას ენერჯი ჯორჯია”. ორივე კომპანიასთან მჭიდრო კავშირები აქვთ დავით იაკობაშვილსა და დავით კეზერაშვილს. 3. ზემოხსენებულ რატი ჭელიძეს 2010 წელს ფინანსური შემხებლობა ჰქონდა “საქართველოს ლატარიის კომპანიასთა” (2010 წელს კეზერაშვილის საკუთრება იყო). ასევე…2017 წელს ბატონი ჭელიძე გახლდათ სასამართლოში დაცვის მხარის მოწმე,სადაც კეზერაშვილის ერთ-ერთი საქმის განხილვისას უნდა მიეცა ჩვენება. აღსანიშნავია ის ,რომ რატი ჭელიძე 2020 წელს გაემგზავრა კვიპროსში და საქართველოში აღარ დაბრუნებულა მოკლედ… ასეთი ფინანსურ-კორპორაციული სქემებით ოპერირებს კეზერაშვილი საქართველოში, სადაც პარტიებს, მედიებს და სხვა და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს აფინანსებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ერთ-ერთი ასეთი ინტერესია პირადი თაღლითური რეპუტაციის “გათეთრება” და ამიტომ აქტიურად აფინანსებს ე.წ “ანტიკორუფციულ ბიუროს”(ხელმძღვანელია ლევან ხაბეიშვილი). ამ ბიუროს ფუნქცია ,მხოლოდ კეზერაშვილის და მასთან დაკავშირებული მაქინაციების “გაპრავებაში” მდგომარეობს, სადაც დიდი ენთუზიაზმით, კლოუნადითა და უხარისხო სანახაობებით გვანებივრებს ბატონი ხაბეიშვილი. P.S ყველა გზა კვიპროსში, კეზერაშვილთან მიდის.’’ – წერს ზურაბ ქადაგიძე facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება