fbpx

ყველაფერში სამარცხვინო როგორ უნდა იყოს კაცი? არადა სამწუხაროდ ასეთია ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი-ედიშერ გვენეტაძე

ედიშერ გვენეტაძე პოროშენკოზე: დაბრუნდა სამშობლოში თვითმფრინავის ჩვეულებრივი რეისით, ამ არაჟნებთან ერთად შემოპარულისგან განსხვავებით მივიდა კაცურად პირდაპირ სასამართლოში და დაიწყო თავისი უდანაშაულობის მტკიცება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს სამშობლოში დაბრუნებას ეხმიანება. „რაც მთავარია პოროშენკოს არ გაუყალბებია მიშასაგან განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნები და წააგო თუ არა მაშინვე ცნო დამარცხება, წავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ უკრაინის მოქალაქეობა არ დაუთმია, უფრო მეტიც დაბრუნდა გუშინ სამშობლოში თვითმფრინავის ჩვეულებრივი რეისით, ამ არაჟნებთან ერთად შემოპარულისგან განსხვავებით მივიდა კაცურად პირდაპირ სასამართლოში და დაიწყო თავისი უდანაშაულობის მტკიცება!“- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. ექსპერტი სააკაშვილის და პოროშენკოს და ქმედებებს ადარებს. „ყველაფერში სამარცხვინო როგორ უნდა იყოს კაცი? არადა სამწუხაროდ ასეთია ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი! მოდით შევადაროთ ამ საცოდავის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს ქმედებები: ჯერ იყო და მთავარსარდლობის დროს გახურებულ ომში მიატოვა ჯარი და საკუთარ დაცვას ასწრებდა გორიდან! პოროშენკო კი ომიანობისას გადიოდა ბრძოლის ველზე, ამხნევებდა მებრძოლებს და იქიდან თვითმფრინავების და ტანკების გრუხუნის ხმებზე გამობუნძულებული ჩვენებური ბედოვლათივით არავის უნახავს! შემდეგ იყო, აქაურმა ჩაათავა პრეზიდენტობის ვადა თუ არა, უკრაინაში გაიქცა და ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე გაცვალა იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომლის პრეზიდენტიც ორი ვადით იყო! რაც მთავარია პოროშენკოს არ გაუყალბებია მიშასაგან განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნები და წააგო თუ არა მაშინვე ცნო დამარცხება, წავიდა საზღვარგარეთ, მაგრამ უკრაინის მოქალაქეობა არ დაუთმია, უფრო მეტიც დაბრუნდა გუშინ სამშობლოში თვითმფრინავის ჩვეულებრივი რეისით, ამ არაჟნებთან ერთად შემოპარულისგან განსხვავებით მივიდა კაცურად პირდაპირ სასამართლოში და დაიწყო თავისი უდანაშაულობის მტკიცება! ამ საქვეყნოდ თავის მომჭრელმა ჩააყუდეს თუ არა მაშინვე ატეხა ტირილი, ჟივილ-ხივილი, ბღავილი, ხვეწნა-მუდარა, მიშველეთ, გამიყვანეთ გადამარჩინეთო და დღესაც ამ დღეშია! ჰოდა აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა ისე, როგორც გურია-იმერეთში იტყვიან: ” “გლახაკის დაბადება არ გაიშვა”! ამიტომაც, გლახაკი ყველგან, გლახაკად დარჩება!“- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება