fbpx

ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ძალიან ვიწროდ ახალი წელი-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს რეკომნეაციით მიმართავს, თუ როგორ მოიქცენენ ახალი წლის პერიოდში.

იმნაძე მოსალაქეებს ურჩევს, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ახალი წელი ვიწრო წრეში, ოჯახში აღნიშნონ. ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი. ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან. ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს ძალიან ვიწროდ ახალი წელი.

სამწუხაროდ, ეს ახალი წელი ალბათ გამონაკლისი იქნება ჩვენთვის მთელი მცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისგან იმიტომ, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი“,-განაცხადა იმნაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება