fbpx

ყაზბეგის მერობის კანდიდატმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა

ყაზბეგის მერობის კანდიდატმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა საზოგადოებას მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ამომრჩეველთან შეხვედრებისას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა.

„ოდითგანვე, მარიამობის დღესასწაულს ხევში, ისევე როგორც მთელ საქართველოში განსაკუთრებული მოკრძალებით და სიყვარულით აღნიშნავენ. 

მიხარია, რომ დღეს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად შევძელით ღვთისადმი მადლიერება გამოგვეხატა, საერთო დღესასწაული გაგვეზიარებინა და ტაძრები მოგველოცა.

დედაღვთისმშობელი ფარავდეს ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს“

ცნობისთვის

ბაკურ ავსაჯანიშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ არის წარდგენილი.

27 აგვისტოს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მერობის კანდიდატი ვარდისუბნის და ტყარშეტის მოსახლეობას შეხვდა. სადაც ადგილობრივებთან ერთად სოფლებისთვის აქტუალურ საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა :

„მოხევეები უღალატო და გაუტეხელი ხალხია_ ასე მასწავლეს ოჯახში და მაშინ, როცა შესაძლებლობა მეძლევა, საჯარო მოხელის რანგში ვემსახურო იმ სოფელს სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ, შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ბუნებრივი პასუხისმგებლობა, რაც ჩემს თქვენთან შეხვედრებს ახლავს გაასმაგებულია და გპირდებით, ხევისა და ქვეყნისთვის კეთილ საქმეში ვიქნები უღალატო.

წინასაარჩევნოდ გამართული ყველა შეხვედრა მარწმუნებს, რომ ჩვენ ერთად უნდა განვსაზღვროთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტული საკითხები.

ზოგადად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ტურიზმს და ადგილობრივ მოსახლეობას ხელი შევუწყოთ იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც მათ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში გამოარჩევს, რათა შემდგომში კიდევ უფრო წარმატებით გაართვან თავი სოფლის, რეგიონის და ქვეყნის როგორც წარმოჩენას ასევე წინსვლას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება