fbpx

ღულელებისა და ჟებოტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ბადმინტონში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ!

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული სპორტსმენები და მათი პედაგოგები, ფულად ჯილდოს – თითოეული 1000 (ათას) ლარს მიიღებს საჩუქრად. ასევე თითოეულ მათგანს გადაეცემა ბადმინტონის პროფესიონალური ჩოგნები. 

დღეს ქალაქ სენაკში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნითი თამაშები გაიმართა, რომელშიც სოფელ ღულელებისა და სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები  ასპარეზობდნენ. 

საქართველოს პირველობაზე, სპეციალურად თიანეთელი ბავშვების საგულშემატკივროდ, იმყოფებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და მეგობრები. 

” სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პატარა თიანეთიდან ორი გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. გამარჯვებას ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს, მათ პედაგოგებს, რომელთაც ძალისხმევა არ დაიშურეს ამ შედეგის მისაღწევად. ასევე ვულოცავ მოსწავლეთა მშობლებს, სკოლებს და სრულიად თიანეთს. ჩვენს სპორტსმენებს ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!”  – ლევან წიკლაური.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ასევე წარმატებით იასპარეზეს სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც  ფრენბურთში აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, საქართველოს ჩემპიონატში კი მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება