fbpx

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ჯემალი 67 წლის მანძილზე ემსახურებოდა ქართულ თეატრს და ამ დროის განმავლობაში არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული როლი განასახიერა, რითაც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს.

გულრწფელად ვუსამძიმრებ ბატონი ჯემალის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას.წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება