fbpx

ღრმად პატივცემულო და აწ უკვე ვადაგასულო ქალბატონო ელჩო,
უნდა გეფიქრათ, რომ ქართველი ერის სახელით საუბარი, როგორც მინიმუმ უკულტურობაა

“ფრენების აღდგენა და დეოკუპაცია ერთმანეთს არ გამორიცხავს და ორი აბსოლუტურად განსხვავებული საკითხია. მით უმეტეს, ამ ორ საკითხს შორის არჩევანის გაკეთება, სამწუხაროდ, მხოლოდ ქართველი ხალხის ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი კელი დეგნანის განცხადებას.

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, ქართველი ხალხის სურვილებზე თუ მიდგა საუბარი, ქართველების უდიდესი სურვილია აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. რომელზეც, სამწუხაროდ, არსებითი შედეგი უკვე 30 წელია არ დამდგარა.

“ღრმად პატივცემულო და აწ უკვე ვადაგასულო ქალბატონო ელჩო,

1) მიუხედავად თქვენი მწირი დიპლომატიური გამოცდილებისა, ალბათ მაინც უნდა გეფიქრათ, რომ ქართველი ერის სახელით საუბარი, როგორც მინიმუმ უკულტურობაა.

2) ფრენების აღდგენა და დეოკუპაცია ერთმანეთს არ გამორიცხავს და ორი აბსოლუტურად განსხვავებული საკითხია. მით უმეტეს, ამ ორ საკითხს შორის არჩევანის გაკეთება, სამწუხაროდ, მხოლოდ ქართველი ხალხის ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის – ეს კარგად მოგეხსენებათ, ალბათ.

3) ქართველი ხალხის სურვილებზე თუ მიდგა საუბარი, შეგახსენებთ, რომ ქართველების უდიდესი სურვილია აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. რომელზეც, სამწუხაროდ, არსებითი შედეგი უკვე 30 წელია არ დამდგარა. ეს ისე, ინფორმაციისთვის რომ გქონდეთ.

თქვენ მალე მიბრძანდებით საქართველოდან და როცა საკუთარ სამშობლოში დაბრუნდებით, იქნებ ქართველი ხალხისგან ეს სურვილი გადასცეთ ვინმე გადაწყვეტილების მიმღებ პირს.”- წერს ანდრია გვიდიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება