fbpx

ღალატი არ „პრავდება“ ბატონო გიორგი! თუ გგონიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე დაუშავეთ, ძალიან ცდებით-ზურა ქადაგიძე

ექპერტი ზურა ქადაგიძე-ღალატი არ „პრავდება“ ბატონო გიორგი! თუ გგონიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე დაუშავეთ, ძალიან ცდებით… პირველ რიგში უღალატეთ ხალხს, ამომრჩეველს და ქვეყანას“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის გიორგი გახარიას სიტყვებს, რომლის მიხედვით გახარია ამბობს: „მე ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი და ჩემი სახელმწიფოა, სხვა არავინ“.

„ვერაფერი „გააპრავებს“ თქვენს საქციელს, როდესაც მელიას გამო თანამდებობა დატოვეთ. ნუ ჩათვლით მოსახლეობას სულელად. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. რამდენიც არ უნდა ეცადოთ საკუთარი მოღალატეობრივი საქციელის გამართლებას, არაფერი გამოგივათ! „ნაცებს დაგამთავრებთო“ – ტრიბუნიდან ეძახოდი და მიშა სააკაშვილისთვის სასარგებლო იდიოტის როლი ითამაშე, როდესაც გადადგომით მთელ რადიკალურ ოპოზიციას „სპეკულაციის“ საშუალება მიეცი. სამწუხაროდ გასაგებია ის კომპლექსი, რაც თქვენ გაწუხებთ და მუდმივ თავის მართლების რეჟიმში გაგდებთ, რომ მოღალატე არ ხართ, თუმცა, ფაქტები პირიქით მეტყველებს“, – აცხადებს ექსპერტი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება