fbpx

ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის დროს ინციდენტი მოხდა.

უცნობ პირმა, ავტომანქანის გაბმული სიგნალით რამდენჯერმე მაშინ ჩაიარა, როცა ვაშაძე განცხადებას აკეთებდა. აღნიშნულ პირს და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეალაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც. ენმ-ს მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს იყო სუს-ის მიერ სპეციალურად მოგზავნილი, პირი, რომელსაც სურდა პროვოკაციის მოწყოპა.

დღეს, 20 ივნისთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი გამართა და 1 წლის წინ განვითარებული მოველნები გაიხსენა.

გაუზიარე!

Shares