fbpx

ქუთაისში, კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ცენტრებში, მოქალაქეთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

#stopcovid19 💉ქუთაისში, კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ცენტრებში, მოქალაქეთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება, მათ შორის არის საპენსიო ასაკის მოქალაქეები. ⭕ქუთაისში, ვაქცინაციის ყველა ცენტრში აცრა შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით. გარდა ამისა, კეთდება ე.წ. “ბუსტერ” დოზები და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები. ⭕საკოორდინაციო საბჭოს მიერ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის შედეგად, ქუთაისში აცრის მსურველთა რიცხვი, გაზრდილია. ⭕საკორდინაციო საბჭოს, შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად, 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს, მიიღებს 60 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. დანამატი გაიცემა, პირველი აცრის გაკეთების შემდეგ. თანხა პენსიონერს, „ლიბერთი ბანკში“ საკუთარ ანგარიშზე დაერიცხება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება