fbpx

ქუთაისში იდეათონი იწყება

ქუთაისის მერიისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით , ქუთაისის მუნიციპალიტეტში იდეათონი იწყება. იდეათონი იდეების კონკურსია, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14-15 აპრილს გაიმართება. პროექტის მიზანია ქუთაისელი ახალგაზრდების შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა უნდა მოიფიქრონ საინტერესო იდეები და იზრუნონ ქუთაისის, როგორც შემოქმედებითი სივრცის, განვითარებაზე. მონაწილეების იდეა შესაძლოა შეეხებოდეს, როგორც კონკრეტული პროდუქტის და მომსახურეობის შექმნას, ასევე სხვადასხვა სახის ღონისძიების, ფესტივალისა თუ ბაზრობის მოწყობას ქუთაისში. საბოლოო ეტაპზე შეირჩევა 6 იდეა, რომლებზეც მონაწილეები 3 წევრიანი გუნდებით იმუშავებენ. სამი გამარჯვებული გუნდი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება