fbpx

ქუთაისში ელისო ჩეჩელაშვილს ყელი მისმა 45 წლის მეგობარმა ქალმა გამოჭრა – პოლიციამ ბ.კ. დააკავა

ქუთაისში მომხდარი ახალგაზრდა ქალის, ელისო ჩეჩელაშვილის, მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობისთვის 45 წლის ქალი დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

“იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა,” – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება