fbpx

ქუთაისის საკრებულოში, ნაცმოძრაობის და გახარიას პარტიის წევრებმა, გაცდენების მიუხედავად 131 320 ლარის საწვავი მოიხმარეს

ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის და გახარიას პარტიის წევრებმა 131 320 ლარის ღირებულების, 40 000 ლიტრი საწვავი დახარჯეს და ეს იმის მიუხედავად, რომ სამსახურში თითქმის არასოდეს დადიან.

ქუთაისის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. იანვარი-ივნისის თვის განმავლობაში ჯამში 8 სხდომა ჩატარდა და სხდომების გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა.

გაცდენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს რომან ქვაჩიკიძეს უფიქსირდება. საკრებულოს 8 სხდომიდან, ის მხოლოდ 1 სხდომას დაესწრო. 6 გაცდენა უფიქსირდება პარტია “საქართველოსთვის” წევრს გაგა მანაგაძეს. მესამე ადგილს გაცდენების რაოდენობით კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და თანამდებობის პირი ქეთევან ხურციძე იკავებს. ის 8 სხდომიდან მხოლოდ 3 სხდომას დაესწრო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება