fbpx

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქუთაისის მერმა და უნგრელმა დიპლომატმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე. “დღეს უნგრეთის ახალ ელჩს შევხვდით. ქალბატონი ანა მარია შიკო პირველადაა ჩვენს ქალაქში და შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო. ქუთაისს უნგრეთთან აქტიური, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აქვს. უნგრეთში გვყავს დამეგობრებული ქალაქი სომბათჰეი. მალე იგეგმება საქართველოში უნგრეთის კულტურის მინისტრის ვიზიტი და ჩვენი ერთობლივი სურვილია , ქუთაისიც იყოს ჩართული პროგრამაში. უნგრელ დიპლომატთან ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზეც სხვადასხვა სფეროებში- კულტურის, ახალგაზრდობის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით.”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. შეხვედრაზე ე.წ “ვიშეგრადული ოთხეულის- V4” მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის საქართველოს 3 ქალაქში- თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარების შესახებაც ისაუბრეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება