fbpx

ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა

ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე ფოკუს-ჯგუფებთან მორიგი შეხვედრები გაიმართა. #EU4Culture პროექტის ფარგლებში , მიმდინარეობს ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებთან შეხვედრებსაც მოიცავს. 17 დეკემბერს შეხვედრები გაიმართა: მუსიკით(შემსრულებლები, ჩამწერი ორგანიზაციები); კულტურული მემკვიდრეობით (მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები); საშემსრულებლო ხელოვნებით (თეატრი, ცეკვა, ბალეტი, ოპერა); ლიტერატურითა და საგამომცემლო საქმით ( მწერლები, პოეტები, გამომცემლობები, ელექტრონული წიგნების ჩათვლით) დაინტერესებულ ჯგუფებთან და ინდივიდებთან. სამუშაო შეხვედრებზე ისაუბრეს კულტურის კონკრეტულ სექტორებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, გეგმებსა და მიზნებზე. ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა ამჯერად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება