fbpx

„ქოლცენტრებით“ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან ევროპელ ლობისტებთან

პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ე.წ. „ქოლცენტრების” ფუნქციონირებასთან  სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შესაძლო კავშირს სოციალურ ქსელში აფასებს.  

მისი თქმით, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მიღებული თანხით, ფინანსდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, ე.წ. „ომის პარტიის“ წარმომადგენლები და ევროპელი ლობისტები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან.

„ქოლცენტრებით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავენ, ამ ფულით საქართველოში აფინანსებენ თავიანთ ბინძურ ტელევიზიებს, ომის პარტიის მონებს და უკან აგზავნიან თავიანთ ევროპელ ლობისტებთან,  პატრონებთან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან!“- წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

სააგენტო „პრაიმ-ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება