fbpx

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა არაერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია, სკოლების მშენებლობაც და ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება და გაგრძელება – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ, ბოლო წლებში, დაახლოებით, 175 ახალი სკოლა ავაშენეთ და დაახლოებით, 250 გავარემონტეთ. ახლა, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უნდა გაკეთდეს ხარისხიანად. ხარისხი უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხელწერა და ხარისხის გარეშე არავითარი საქმე არ უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპული სტანდარტის მიხედვით და უნდა დავნერგოთ ყველა ქალაქში, სოფელსა და მუნიციპალიტეტში რეალურად ევროპული სტანდარტი. დაახლოებით 800 სკოლა ჯერ კიდევ არის ჩვენი გამოწვევა, ვინაიდან იქ პირობები არის მოძველებული, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა არაფერი ამ სკოლებში, თუმცა ჩვენ, ახლა, მაქსიმუმი რაც შევძელით ამ წლებში, მოვასწარით და 800 სკოლის მოწყობა, რეაბილიტაცია, აშენება უნდა მოხდეს ამ ერთიანი, მაღალი დონის ევროპული სტანდარტის მიხედვით. ეს უნდა იყოს ჩვენი გამოწვევა, იმიტომ, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა უნდა იზრდებოდეს ასეთ განვითარებულ, გალამაზებულ ევროპულ გარემოში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა არაერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია, სკოლების მშენებლობაც და ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება და გაგრძელება – ირაკლი ღარიბაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება