fbpx

ქვისლად მეკუთვნოდა მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე ,მივწერე მესიჯი-ემზარ კვიციანი

 დეპუტატმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის წევრმა, ემზარ კვიციანმა, სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ სამართლიანობისთვის იწყებს ბრძოლას და შიმშილობის დაწყებას აპირებს

ემზარ კვიციანი-2006 ხომ წამართვეს ქონება. 2014 წელს, ამ ხელისუფლების პირობებში ჩამოვედი, ჩამსვეს ციხეში, ერთი წელი მაყურყუტეს, 800 კოდორელი დაკითხეს, მართალი ვიყავი, გავმართლდი. ის საფუძველი, რომელიც ედო ჩემი ქონების წართმევას, გამოეცალათ, ქონებას მაინც არ მიბრუნებენ. მოსამართლე ეხვეწება პროკურატურას, მოურიგდით, არ ხართ ამ კაცთან მართალიო.

ჩემი საქმე გამოსაძიებლად თავდაპირველად იმ ხალხს მისცეს, ვინც საქმე შემიკერა. მერე აქედან ერთი გაუშვეს ჩემი საქმის გამო პროკურატურიდან.

ქვისლად მეკუთვნოდა მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, პროკურორი რომ გახდა, გამიხარდა, სიტყვით გამოვედი, მხარი დავუჭირე, მეგონა სამართლიანობას აღადგენდა. შევხვდი, მოვუყევი ყველაფერი, რას ამბობო, მართალი კაცი ხარო… გავიდა დრო, მივწერე მესიჯი, მოსამართლემ მორიგება გვითხრათქო, არ მიპასუხა, რამდენიმე დღეში დავურეკე, გადმომირეკა, არ მოგირიგდებითო, რატომ-თქო? – მოსამართლემ გააუქმოს, მაგათ უნდათ, რომ ჯოხი ჩემზე გადატყდესო. ოპააა, რა ჯოხი მეთქი, ვისი ჯოხი უნდა გადაგატყდეს დამოუკიდებელი ქვეყნის მთავარი პროკურორი ხარ, ვისი ჯოხი უნდა გადაგატყდეს, ბიჭო-მეთქი?წყარო ,,ალია,,

გაუზიარე!

Shares